|
|
"სარბიელი"
ქართულმა მშვილდმა პირველი ბრინჯაო მოზიდა
ლექსო მაისურაძე
დომინიკის რესპუბლიკის ქალაქ სანტა დომინგოში მსოფლიოს თასის პირველ ეტაპზე საქართველოს ნაკრებმა გუნდურ ჩათვლაში მე-3 ადგილი დაიკავა. მწვრთნელებთან, თამაზ ფუტკარაზესა და თემურ გორგოძესთან ერთად სანტა დომინგოში მშვილდოსანი გოგონები - ქრისტინე ესებუა, ხათუნა ნარიმანიძე და ასმათ დიასამიძე ჩავიდნენ. ჩვენებურებმა თავიდან კოლუმბიის ნაკრები დაამარცხეს, შემდეგ პოლონეთის ძლიერ გუნდს მოუგეს, ნახევარფინალში კი იტალიასთან ოდენ ორი ქულით წააგეს. ბრინჯაოს ფინალში მავ საფრანგეთის ნაკრები დაჩაგრეს და ქართული მშვილდოსნობის ისტორიაში მსოფლიოს თასზე პირველად მოიპოვეს მედლები. დომინიკის რესპუბლიკაში ჩემპიონობა ბრიტანეთს ერგო, თუ ნაკრების წევრებს სავიზო პრობლემები არ შეექმნათ, 15-19 აპრილს მსოფლიოს თასის მე-2 ეტაპზეც გამოვლენ ხორვატიაში. მე-2 ეტაპის ჩათვლით კი მსოფლიოს თასის 3 ეტაპია მოსალევი.
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |