"სარბიელი"
# 78
სამშაბათი, 8 აპრილი, 2008 წელი

უნგიაძემ რვიანში შვიდი გაძლო

ლექსო მაისურაძე

ინგლისის ქალაქ ბოლტონის "ბოლტონ არენაზე" ქართველმა პროფესიონალმა მოკრივემ გიორგი უნგიაძემ მორიგი სარეიტინგო ბრძოლა ბრიტანელ მაიკლ ჯენინგსთან გამართა და მარცხი განიცადა. ინგლისელი ქომაგებისგან გამხნევებულმა მასპინძელმა 8-რაუნდიანი ორთაბრძოლის მე-7 რაუნდში იმდენად აშკარა უპირატესობა მოიპოვა, რომ მსაჯმა ბრძოლის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო. 30 წლის ბრიტანელს აქამდე მხოლოდ ერთი დაპირისპირება წაეგო, საერთოდაც, საკმაოდ გამოცდილია და ქომაგს იმედები არც ამჯერად გაუცრუა. ქართველისთვის ეს რიგით მე-6 წაგებაა, მოგებით კი 12-ჯერ გაუხარია.



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

 

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com