"სარბიელი"
# 78
სამშაბათი, 8 აპრილი, 2008 წელი

მარიამ ქევხიშვილმა ფლორიდა დაიმორჩილა

ლექსო მაისურაძე

ქართველმა ბირთვის მკვრელმა მარიამ ქევხიშვილმა მორიგი საერთაშორისო ტურნირი მოიგო. ქართველმა მძლეოსანმა ამჯერად აშშ-ში, ფლორიდის შტატის პირველობაზე იჩემპიონა, სადაც ბირთვი 17,60 მეტრზე დასცა და მოწინააღმდეგეთა შორის საუკეთესოს მთელი 35 სანტიმეტრით აჯობა.

შეგახსენებთ, რომ მარიამი აშშ-ში ცხოვრობს, იქვე ვარჯიშობს და ამერიკაშივე დაისაკუთა პეკინის ოლიმპიადის ლიცენზიაც. ის სისტემატურად გამოდის ბოლო პერიოდში გამართულ ტურნირებზე და რაც მთავარია, საკმაოდ სტაბილურადაც - მუდმივად მოწინავეთა შორის ტრიალებს. თუმც ეს რომ მისი მაქსიმუმი არ არის, ამას წინათ მძლეოსნობის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა მაია აზარაშვილმაც განუცხადა "სარბიელს". მისი თქმით, ქევხიშვილი საოლიმპიადოდ შედეგს კიდევ გააუმჯობესებს.



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

 

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com