|
|
"სარბიელი"
ევროხელბურთი გერმანიამ და ესპანეთმა გაიყვეს
ლექსო მაისურაძე
სიუდადი 34:27 ჰამბურგი კილი 41:31 ბარსელონა
ხელბურთელთა ჩემპიონთა ლიგის გუნდებმა ჯგუფური ტურნირის მოლევის შემდეგ მცირხნიანი შესვენება გამოაცხვეს და პირველი ნახევარფინალური დაპირისპირებებიც გამართეს. აქედანვე ვთქვათ, რომ საუკეთესო ოთხეული გერმანულ-ესპანურმა კლუბებმა შეკრეს და ეს არც არავის გაჰკვირვებია. დღეს ევროპაში ამინდს სწორედ ამ ქვეყნების კლუბები ქმნიან. თან ამ კვარტეტმა ჯგუფური ეტაპი დამაჯერებლად ჩაამთავრა და სხვებს საჩემპიონო გზის გაგრძელების შანსი მოუსპო. "სიუდადმა" ესპანეთის მთავარქალაქში "ჰამბურგს" უმასპინძლა და 34-27 მოუგო. მადრიდელები თავიდანვე სერიოზულად მოეკიდნენ საქმეს და ტაიმის მერე 18:14-ით გაიქცნენ. სტუმართა რბევისას რუტენკამ 10 გოლი გაიტანა. მას ერთი გოლით სტეფანსონი ჩამორჩა. გერმანელებს გრიმის ექვსმა გოლმა და გილეს და ჰანსის ხუთ-ხუთმა ვერაფერი უშეღავათა. ასეთ უკომპრომისო თამაშებში, სადაც ბოლო წამამდე თავგანწირვით იბრძვიან, 7-ბურთიანი ფორა გვარიანი უპირატესობაა და ბუნდესლიგის ბინადრებს სერიოზული ოფლის ღვრა მოუწევთ ფინალში გასასვლელად. საპასუხო მატჩი 11 აპრილს გერმანიაში გაიმართება. თუ "ჰამბურგს" შანსი კიდევ შერჩა, ეს ნაკლებად ითქმის "ბარსელონაზე". შარშანდელმა ტრიუმფატორმა "კილმა" ესპანელებს შავი დღე აყარა და 41:31 მოუგო, ანუ მთელი 10 ბურთით, რაც ფინალში გასვლის დიდი წინაპირობაა. "კილიდან" 9 გოლით ჯიხა გამოირჩა. მის გარდა 6 გოლი ერთბაშად ოთხმა ხელბურთელმა - ანდერსონმა, კაბატიჩმა, კლეინკამ და ალმიმ გაიტანა. "ბარსას" 9 ზუსტი დარტყმით, ხარკემ ულიდერა, ამდენივე მოინაგრა ფერნანდესმა. მომდევნო შეხვედრა 13 აპრილს შედგება.
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |