|
|
"სარბიელი"
ლევან კობიაშვილის სარეკორდო შანსები
კახა შალამბერიძე
გერმანული ბუნდესლიგის 27-ე ტურში "ლევერკუზენის" ბოსნიელმა ფორვარდმა, 36 წლის სერგი ბარბარესმა თავის ბუნდესკარიერაში 323-ე მატჩი გამართა. ეს არის ბუნდესლიგაში მოთამაშე ლეგიონერთა რეკორდი, რომელიც აქამდე დანიელ ოლე ბიორნმორსეს ეკუთვნოდა (323 მატჩი). ჩვენთვის საინტერესო კი ის არის, რომ გელზენკირხენის "შალკეს" ქართველ ლეგიონერ ლევან კობიაშვილს დღემდე 253 ბუნდესმატჩი აქვს ჩატარებული და ოდენ 12 მატჩით ჩამორჩება მეათეადგილოსან შვეიცარიელ ჩირიაკო სფორცას (265). ანუ თამამად შეიძლება ითქვას, რომ ახალი სეზონის დასაწყისში ლევანს მისი გადასწრება შეუძლია, სეზონის ბოლოს კი ვინძლო მე-7-მე-8 ადგილებზეც კი აღმოჩნდეს. გერმანელი ჟურნალისტების აზრით, 30 წლის კობიაშვილს კარგი შანსი აქვს, 2-3 სეზონში პირველ ადგილზეც კი გავიდეს.
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |