|
|
"სარბიელი"
ლუის ვან გაალი ფავორიტია, მაგრამ... სიაში ოცზე მეტია, რეალური შვიდი-რვაა
ილია ნანობაშვილი
მომავალი კვირიდან საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კონკრეტულ ნაბიჯებზე გადავა: საქმე ეხება ეროვნული ნაკრების თავკაცის მოძიებას. გუშინდლის შემდეგ დიდი არაფერი შეცვლილა, ფედერაციის სიაში 20-ზე მეტი მწვრთნელია, თუმც ზოგს მცირე შანსი აქვს. რეალურად 7-8 სპეციალისტის კანდიდატურა განიხილება - ასე გავიგეთ ფედერაციიდან. ამ 7-8 კაცშია ჰოლანდიელი ლუის ვან გაალი და ხორვატი ბრანკო ივანკოვიჩიც, ვისთანაც ფედერაციას ჯერ არ უსაუბრია, მაგრამ ამ დღეებში აუცილებლად დაუკავშირდება. რაც შეეხება ვან გაალს, ჩვენი ინფორმაციით, ის ფედერაციის ნომერ პირველი ფავორიტია, თუმცა აქაც არის "მაგრამ"... დათანხმდება კი ის საქართველოს ვარიანტს. და თუ დათანხმდება, სავარაუდოდ, ჰოლანდიის თანაშემწე შოთა არველაძე იქნება. სადღაც ერთ კვირაში ფართო სია გაიცხრილება და 2-3 მწვრთნელზე კონკრეტულ მოქმედებას დავიწყებთო, ამბობენ ფედერაციაში. შევიტყვეთ, რომ სფფ-ის ხელმძღვანელობა რამდენიმე სპეციალისტს უკვე დაუკავშირდა, თუმც თავადვე ამბობენ, ტელეფონით არ გამოვა საქმის მოგვარება, შესაძლოა, გადაფრენა მოგვიხდეს ან აქ მოვიწვიოთ ესა თუ ის მწვრთნელიო. და კიდევ, ზოგი მწვრთნელი აგენტის დახმარებით დაკავშირებია ფედერაციას და საკუთარი კანდიდატურა შეუთავაზებია. მოკლედ, ვნახოთ, რა როგორ იქნება...
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |