"სარბიელი"
# 79
ოთხშაბათი, 9 აპრილი, 2008 წელი

ძმამ ძმა უარყო

რონალდინიო "ბარსელონადან" წასვლას არ აპირებს - განაცხადა მისმა ძმამ და აგენტმა რობერტო ასისმა, რომელიც შაბათს "სიტისა" და "ჩელსის" მატჩზე ნახეს. "გარდიანმა" გუშინწინ დაწერა, რომ იგი ცნობილ აგენტს პინი ზაჰავის შეხვდა, მერე კი "სიტის" შეფებსაც ესაუბრა. ამბობდნენ, რომ სიტელთა პატრონო ტაქსინ შინავატრა რონალდინიოს გადაბირებას აპირებსო, მაგრამ ძმამ უარყო: "ჩემი პროფესიის გამო მოგზაურობა მიწევს და საქმიანი შეხვედრები მაქვს, თუნც ეს ვიზიტი რონალდინიოს არ ეხებოდა. მას "ბარსელონასთან" კონტრაქტი 2010 წლამდე აკავშირებს და მანამდე კლუბის გამოცვლას არ აპირებს, მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად ტრავმის გამო პრობლემები აქვს".



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

TOP.GE 
SpyLOG

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com