|
|
"სარბიელი"
რეალი გაყიდულს იყიდის
ვაჟა ხუციშვილი
"ასის" ცნობით, მადრიდის "რეალი" "ხეტაფედან" რუბენ დე ლა რედის ყიდვას 4 მილიონ 500 ათას ევროდ აპირებს. ფეხბურთელი "რეალმა" შარშან ზაფხულს სამ მილიონად დაუთმო "ხეტაფეს", რომელთანაც დე ლა რედმა ოთხწლიანი ქონტრაქტი გააფორმა. ბიჭი ისე ათამაშდა, რომ ლუის არაგონესმა ნაკრებში უხმო. კონტრაქტის ერთ-ერთი პუნქტის თანახმად, ნაკრებში გამოძახების შემთხვევაში, "რეალი" დე ლა რედის გამოსყიდვის უფლებას იტოვებს და სწორედ ამ პუნქტით სარგებლობა სურს სამეფო კლუბს.
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |