"სარბიელი"
# 79
ოთხშაბათი, 9 აპრილი, 2008 წელი

ვან დერ საარი ფიქრობს

ვაჟა ხუციშვილი

"მანჩესტერის" ჰოლანდიელმა მეკარემ ედვინ ვან დერ სარმა თქვა, რომ სანაკრებო კარიერას ალბათ ევრო 2008-ის მერე დაამთავრებს.

მარკო ვან ბასტენმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ დროა, ვან დერ სარი ახალგაზრდამ შეცვალოს. "იმის გარანტია არ არსებობს, რომ 2009 წელსაც კარგ ფორმაში ვიქნები, ამიტომ საბოლოო გადაწყვეტილებას მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის დაწყებამდე მივიღებ" - აღნიშნა 37 წლის მეკარემ.



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

TOP.GE 
SpyLOG

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com