|
|
"სარბიელი"
ლილუაშვილმა ნიტრა აირჩია
ირაკლი ლილუაშვილი
ახალი ლეგიონერები აღმოვაჩინეთ სლოვაკეთში - ირაკლი ლილუაშვილი და გიორგი გამყრელიძე. 23 წლის ლილუაშვილი თავდამსხმელია, აქამდე თბილისის "მერანში", "ლოკომოტივსა" და "თბილისში" უთამაშია, ახლა კი სლოვაკეთის მესამეადგილოსან "ნიტრაშია" და 4 აპრილს დებიუტიც ჰქონდა - "სენეცთან" მატჩში (0:1) 81-ე წუთზე შევიდა მოედანზე. "ნიტრამდე" ლილუაშვილი სლოვაკეთის მეორელიგელ "მიხალოვცეში" იყო, სადაც ახლა 21 წლის გამრეკლიძე ირიცხება. ლილუაშვილმა წინა სეზონის 13 მატჩში 7 გოლი გაიტანა და უმალ დააინტერესა უკეთესი კლუბები, რომელთაგან "ნიტრა" აარჩია. კახა შალამბერიძე
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |