"სარბიელი"
# 79
ოთხშაბათი, 9 აპრილი, 2008 წელი

მერკი აღარ დაუსტვენს

ვაჟა ხუციშვილი

გერმანელი მსაჯი მარკუს მერკი სეზონის დასრულების შემდეგ სასტვენს თაროზე შემოდებს და კარიერას დაამთავრებს. 46 წლის გერმანელს შეეძლო კიდევ ნახევარი წელი ემსაჯა და მერე წასულიყო, მაგრამ ფიფას წესის ამოქმედებას არ დაელოდება.

"სჯობს ახლა წავიდე, როცა პოზიტიური მომენტები უფრო მეტია, ვიდრე ნეგატიური" - თქვა მერკმა, რომელიც ფიფამ სამჯერ (2004, 2005, 2007) დაასახელა წლის საუკეთესო არბიტრად. ბუნდესლიგაში 333 მატჩი იმსაჯა, საერთაშორისო შეხვედრები კი 50 მოუგროვდა, მათ შორის მისთვის ყველაზე საამაყო ევრო 2004-ის ფინალია.



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

TOP.GE 
SpyLOG

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com