|
|
"სარბიელი"
უიღბლოზე მეტი
პაპუნა კედია
პეტრ ჩეხი ვარჯიშზე ტალ ბენ-ჰაიმს დაეჯახა და... "ჩელსის" ჩეხი გოლკიპერისთვის ჩემპიონატიც აქ დასრულდა, არადა, მას წუხელ "ფენერბაჰჩესთან" უნდა ეთამაშა. ახლა, გოლკიპერს სახეზე 50 ნაკერი სჭირდება, ჭრილობის შეხორცების შემდეგ კი კოსმეტიკური ოპერაცია იქნება აუცილებელი. "რაღაც სერიოზული რომ მოხდა, იმწამსვე შევატყვეთ. აბა, იმხელა ტანის ადამიანი, როგორიც პეტრია, ასე მოწყვეტით არ უნდა ვარდებოდეს. თანაც სისხლმა ისე იფეთქა, იმდენი დაიღვარა, რომ ლამის შოკში ჩავვარდით" - უთხრა "სანის" ჟურნალისტებს მავანმა, ვინც ვარჯიშს ესწრებოდა. ბუნებრივია, ჩეხი დაუყოვნებლივ გააქანეს საავადმყოფოში. როგორც ჩანს, ამ 25 წლის ადამიანს ბედი არ სწყალობს. მოგეხსენებათ, ამასწინათ მან კოჭი იტკინა და ბოლო დღემდე ამ კოჭს მკურნალობდა, 18 თვის წინ კი თავი გაიტეხა, რის შემდეგაც მოედანზე ჩაფხუტით გამოდის. ავრაამ გრანტი: "მართლაც, ჩეხი ამ სეზონში უიღბლოზე მეტიც კია. ახალგამოჯანმრთელებულმა ისევ მოასწრო დაშავება. ამ წელიწადს პეტრი უკვე მესამედ შეიქნა საექიმო, არადა ვარჯიშებზე ძალიან მომწონდა".
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |