|
|
"სარბიელი"
მოლიტორი მსაჯებმა აღიარეს
აქამდე ყველა ბრძოლის მომგებმა, 28 წლის კანადელმა სტივ მოლიტორმა მსაჯთა ერთსულოვანი გადამწვეტილებით დაამარცხა მექსიკელი ფერნანდო ბელტრან-უმცროსი და ამით პირველ უმსუბუქეს წონაში თავისი შია-ის ტიტული შეინარჩუნა. კანადელი მთელი შეხვედრის განმავლობაში ფლობდა ინიციატივას და მიუხედავად იმისა, რომ მეცხრე რაუნდში თვალი გაუხეთქეს, მაინც შეუჩერებლად უტევდა მეტოქეს. ამიტომაც სამივე მსაჯმა მისი დამაჯერებელი უპირატესობა დააფიქსირა - ორი რეფერის ჩანაწერებით, მოლიტორმა 120-107, ერთის მონაცემებით კი 119-108 იმარჯვა.
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |