"სარბიელი"
# 79
ოთხშაბათი, 9 აპრილი, 2008 წელი

ხანი ისევ არ ახანებს

კახა ლომაშვილი

ათენის ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორი, 21 წლის ბრიტანელი ამირ ხანი აგრძელებს თავის დაუმარცხებელ სვლას პროფესიულ რინგზე. კუნძულელს გულში ტიტულის მოგება აქვს ამოჭრილი და ამისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა, როცა მასავით წაუგებელ დანიელ მარტინ კრისტიანსენს ტექნიკური ნოკაუტით მოუგო. ამ გამარჯვების შემდეგ ბრიტანელს უკვე შეეძლება ქამრისთვის ბრძოლა - სავარაუდოდ, ეს მსუქუბ წონაში ციწ-ს ვერსიით ჩემპიონი ნეიტ კემბელი იქნება.

ისე, ხანმა მაინც საკმაო ძალა შეალია კრისტიანსენის დამარცხებას. პირველი ექვსი რაუნდის განმავლობაში ბრიტანელი აშკარად უპირატესობას ნაღდად ვერ ფლობდა და ბრძოლაც მთლიანობაში თანაბარი იყო, მაგრამ მეშვიდე სამწუთეულში კუნძულელმა აიშვა და დანიელი სამჯერ დააგდო ფიცარნაგზე, რის გამოც მსაჯი იძულებული გახდა ბრძოლა შეეჩერებინა.



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

TOP.GE 
SpyLOG

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com