"სარბიელი"
# 79
ოთხშაბათი, 9 აპრილი, 2008 წელი

ლომაიამ ოლიმპი გადაწყვიტა

ნუკრი ლოლაძე

საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი ლომაია ნახევარ წელიწადზე მეტია, უგუნდოდ იყო - იგი ბოლოს უკრაინულ "კარპატიში" თამაშობდა, თუმც იქაურებს მალევე დასცილდა. შემდეგ ფორმის შესანარჩუნებლად თბილისის "ვიტ ჯორჯიაში" ვარჯიშობდა.

ორი დღეა, ლომაია რუსთავის "ოლიმპში" ვარჯიშობს და, სავარაუდოდ, სეზონს იქ ჩაამთავრებს. გუშინ ამ საკითხზე "ოლიმპის" მთავარ მწვრთნელ ხვიჩა ქასრაშვილს ვკითხეთ:

"გიორგი ჩვენთან ვარჯიშობს. შეთანხმება მიღწეულია, "ოლიმპთან" კონტრაქტის გაფორმებას კი სატრანსფერო ფურცელის ჩამოუსვლელობა აფერხებს და მივიღებთ თუ არა ამას "კარპატიდან", ლომაიას განაცხადში შევიყვანთ".



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

TOP.GE 
SpyLOG

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com