"სარბიელი"
# 79
ოთხშაბათი, 9 აპრილი, 2008 წელი

პენალოსამ ტიტული დაიცვა

მშობლიურ მანილაში პირთამდე გადავსებული დარბაზის წინ იმარჯვა უმსუბუქეს წონაში ციწ-ს ვერსით ჩემპიონმა ფილიპინელმა ჯერი პენილოსამ, რომელიც ტაილანდელ რატანაც სორ ვორაპინს მოერია.

ეს ამ მოკირვეთა მეორე ჯახი იყო - პირველად ისინი ერთმანეთს 2000 წელს დაეტაკნენ და მაშინაც პენილოსამ

ფილიპინელს ამჯერად უფრო მეტი დრო დასჭირდა მეტოქის დასაჩაგრად და მხოლოდ მერვე სამწუთეულში მოათავა საქმე - პენილოსამ ჯერ დაანოკდაუნა მეტოქე, ხოლო როცა ტაილანდელი წამოდგა, ისეთ წნეხში მოაქცია, რომ მთავარმა მსაჯმა ჩათვალა, ბრძოლის გაგრძელებას აზრი არ აქვსო და ადგილბრივთა გასახარად ფილიპინელს ტექნიკური ნოკაუტით მოგება ჩაუთვალა.



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

TOP.GE 
SpyLOG

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com