|
|
"სარბიელი"
გამორჩეული შვიდეული
ლექსო მაისურაძე
საბერძნეთში მოკრივეთა შორის მიმდინარე ბოლო სალიცენზიო ტურნირზე საქარველოს ნაკრებიდან ორმა კაცმა იკრივა - კახაბერ ჟვანიამ (69 კგ) პირველ წრეში ხორვატი ბორნა კატალინიჩი დაამარცხა, დავით წიკლაურმა (81 კგ) კი ბოსნიელ დარკო კუჩუჩთან წააგო. მათ გარდა ნაკრების თავკაცმა თენგიზ მესხაძემ კიდევ ხუთი შეგირდი იახლა. ნიკოლოზ იზორია (54 კგ), ზაალ კვაჭაძე (57 კგ), კობა ფხაკაძე (60 კგ), ლევან ღვამიჩავა (64 კგ), გიორგი ნაკანი (75 კგ). გეტყვით, რომ საპეკინო ლიცენზიას 54, 57, 69 და 75 კგ-ში სამი უკეთესი მოკრივე მიიღებს. 48, 51, 60, 64, 81, 91 და %91 კგ-ში კი მოკრივეები 2 ლიცენზიას გაიყოფენ.
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |