|
|
"სარბიელი"
რუს-ქართული ნომინაციები
მიხეილ ჟორჟოლიანი
რუსეთში მოთამაშე ქართველებიდან იქაურმა სპეციალისტებმა ყაზანის "რუბინის" ფეხბურთელები, ლაშა სალუქვაძე და დავით კვირკველია გამოარჩიეს. კვირკველია საუკეთესო მარცხენა მცველების ნომინაციაში არმიელ ალექსეი ბერეზუცკისთან ერთად 5,88 ქულით პირველ-მეორე ადგილებს იყოფს, ხოლო სეზონის ახალწვეულებს შორის მეხუთე ადგილზეა. სალუქვაძეს კი "ტომთან" მატჩის შემდეგ თამაშების საკმარისი რაოდენობა დაუგროვდა და საშუალოდ 6,0 ქულით ცენტრალურ მცველებს შორის მხოლოდ მოსკოვის დინამოელთა არგენტინელ მცველ ლეანდრო ფერნანდესს (6,13) ჩამორჩება. საუკეთესოთა შორის აღარ არის "ლუჩ-ენერგიას" ნახევარმცველი ლევან გვაზავა, რომელმაც "კრილიასთან" მატჩში დაბალი შეფასება მიიღო.
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |