|
|
"სარბიელი"
რევიშვილს 20 აპრილი უთხრეს ჩემპიონობა ძნელია, უეფა ადვილია
ილია ნანობაშვილი
ნუკრი რევიშვილი ამჟამად ყაზანშია, მკურნალობის შემდეგ სარეაბილიტაციო კურსს გადის და 20 აპრილიდან გუნდთან ერთად დაიწყებს ვარჯიშს. ფეხის ტრავმის გამო ნუკრიმ ჩრდილოეთ ირლანდიასთან სანაკრებო მატჩი რომ გამოტოვა, იმ დროს გერმანიაში გახლდათ საოპერაციოდ... - ჯერჯერობით, მხოლოდ დავრბივარ, "რუბინს" კი 20 აპრილს შევუერთდები. აი, თამაში როდის მომიწევს, მიძნელდება ამის თქმა, - გვითხრა რევიშვილმა, რომელსაც გუშინ ყაზანში გავუკავშირდით. - თამაში როდის მომიწევსო, რატომღაც მოწყენილმა თქვი... - არა მგონია, მწვრთნელმა ძირითადი შემადგენლობა შეცვალოს. "რუბინმა" ხომ ოთხი მატჩიდან ოთხივე მოიგო და 12 ქულით ლიდერობს პრემიერლიგას. - მართლაც, ცოტა უცნაურია "რუბინის" ასეთი სტარტი, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე კარგი ფეხბურთელი შეიძინა გუნდმა... - შემადგენლობით აშკარად გავძლიერდით, შარშანდელთან შედარებაც არაა, თუნდაც დავით კვირკველია ავიღოთ - მშვენივრად შეეწყო "რუბინს", ისევე, როგორც სხვა ახალწვეულები. - რა მიზნები აქვს "რუბინს" პრემიერლიგაში. - უეფას თასის საგზურის მოპოვება. არა მგონია, ეს გაჭირდეს. - ჩემპიონობა. - ძალიან ძნელი იქნება. "სპარტაკი", "ზენიტი" და სხვა გრანდები რომ ფორმაში შევლენ, პირველი ადგილის შენარჩუნება გაძნელდება. - "რუბინი" მოსკოვური გუნდი რომ არაა, ამიტომ რაიმე ზეწოლა იგრძნობა. - არა, ეს არ გვიგრძვნია. არც "ზენიტია" მოსკოვური, მაგრამ ჩემპიონი გახდა.
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |