|
|
"სარბიელი"
ვივახშმოთ და ვიომოთ! საქართველოს პრობლემები გაუმიზეზდა
გუშინ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ტიმ ლეინმა სარუსეთოდ ძირითადი და სათადარიგო შემადგენლობა ჩამოწერა და გუნდი დანომრა. საქართველოს ნაკრები მეოთხე დღეა, კრასნოიარსკშია შეკრებაზე, სადაც შაბათს 2007-08 წლების ერთა თასის მთავარ მატჩში რუსეთს დაეჯახება. სამწუხაროდ, პრობლემები არ ელევა ჩვენი ნაკრების სამწვრთნელო შტაბს. გუშინდელ ვარჯიშზე დაჭიმული კუნთი გაუმიზეზდა გიორგი შკინინს, არადა, ლეინს ის ძირითად რაზმში ჰყავდა ჩაწერილი. თუ შკინინმა ტრავმა ხვალამდე ვერ მოირჩინა, მაშინ მის ადგილს სანდრო თოდუა დაიკავებს და შესაძლოა, ჩვენებს 21-კაცით მოუწიოთ რაგბობა, რადგან შკინინის შემცვლელის გამოძახება ვეღარ ესწრება. გუშინ კრასნოიარსკში დავურეკეთ საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტ გია ნიჟარაძეს და ბოლო ამბები გამოვკითხეთ: "თუ არ ჩათვლით შკინინის ტრავმას, ყველაფერი ნორმალურადაა. რატი ურუშაძის კლუბის "ენისეის" ხელმძღვანელობა თავზე გვყვება. სავარჯიშოდ ყველანაირ პირობებს გვიქმნის. ხვალ რუსეთის რაგბის კავშირის უფროსობასთან გვაქვს ოფიციალური ვახშამი. ჯერჯერობით კი მათგან არავინ შეგვხვედრია. ხვალ მატჩის ადგილას, ცენტრალურ სტადიონზე ვივარჯიშებთ. ბიჭები ძალიან სერიოზულად უდგებიან ამ მატჩს, რომ იტყვიან, კბილებს ილესავენ". კამერუნელის ქართული სიტყვა ბოლო წუთზე, გიორგი ელბაქიძის კარიერაში პირველი გოლით, "ამერმა" სამბურთიანი უპირატესობა მოიპოვა საპასუხო ნახევარფინალის წინ და თითქმის ფინალშია, მაგრამ ესეც გავიხსენოთ: ერთი წლის წინ, "სიონთან" პირველი ნახევარფინალური მატჩის ასევე სამი ბურთით მოგების მერე, საპასუხოში "ამერს" საქმე ისე წაუვიდა, თამაში გადასარჩენი გაუხდა და ფინალში დამატებით დროში გატანილი გოლის წყალობითღა გავიდა. თანაც ამ სეზონის ჩემპიონატის მატჩში "ბორჯომმა" "ამერს" თავისთან 3:0 მოუგო...
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |