|
|
"სარბიელი"
ღიპური მოძრაობა მსოფლიო ფეხბურთში
პაპუნა კედია
რა არის ყველაზე სახალისო სანახავი ფეხბურთში. ზუსტი პასუხის გაცემა ძნელია, მაგრამ, ალბათ, მსუქანი მოთამაშე. ასეთები კი, ათასგვარი რეჟიმის, რაციონის, ტრენაჟორის და ვიტამინის მიუხედავად, დღესაც ბლომად არიან. გაზეთი "სანი" თავის ბოლოდროინდელ რუბრიკას, რომელსაც ჩვენებურად "ათი ყველაზე" შეგვიძლია დავარქვათ, ამ ჯერზე სწორედ ღიპის თემას უძღვნის. ტრადიციისამებრ, მეათედან პირველისკენ მოვდივართ...
10. ჯონ ჰართსონი საუკეთესო წლებში "ვესტ ჰემის" თავდამსხმელს გოლი გოლზე გაჰქონდა, მაგრამ, აი, საკუთარ წონასთან მუდამ მარცხდებოდა. უელსელის წონა იმდენად პოპულარული თემა გახლდათ, რომ ერთ-ერთ ჯერზე, როდესაც ფორვარდი ბობი გოულდმა გააკრიტიკა, მან კრიტიკოსს უხეში პასუხი შეუთვალა - შენი საქმე არ არის, თავიდან მომწყდიო. 9. თომას ბროლინი როდესაც შვედი ფორვარდი ლიდსში ჩაიყვანეს და ფანებს წარუდგინეს, ხალხმა იფიქრა, ესენი გვაშაყირებენო, მაგრამ... იორკშირის შემდეგ შვედმა "კრისტალ პალასშიც" გვარიანად დაიკმაყოფილა... გოლების მადა. 8. ენდი რიდი "სანდერლენდის" ნახევარმცველს დიდი ღიპი და ღონიერი ცაცია ჰქონდა. უცნაური ის იყო, რომ ამ ღიპიან კაცზე მწვრთნელები ერთხმად ამბობდნენ, თავის ზომა-წონაზე და კარგ ფორმაშიაო. ენდი რიდი ირლანდიელია. 7. ნილ რადოკი "ლივერპულისა" და "ტოტენჰემ ჰოთსპურის" ყოფილი მცველი მეტოქეთა შეტევებს მედგრად ედგა, აი, კერძების სუნთან კი მარად დამარცხებული გახლდათ. ერთხელ, "სუინდონში" ძალიან სასაცილო ამბავი მოხდა: რადოკი ვერ ათამაშეს, რადგან... ფორმაში ვერ ჩაეტია. როგორც შემედგ გაირკვა, მე-16 ნომერი რადოკამდე დაახლოებით კაილი მინოუგის ზომა-წონის ფეხბურთელს ეცვა. 6. ნევილ საუთჰოლი უელსელი გოლკიპერი (და მერე როგორი), გამხდარი არასდროს ყოფილა, მაგრამ ასაკი ხომ იცით, ოხერი რამაა. ბოლოს, "ევერტონიდან" (რომლის ლეგენდაც არის) "ბრედფორდში" რომ გადავიდა, ტყავში ვეღარ ეტეოდა, მაგრამ როგორც კარის მცველი, ბოლომდე უბადლო გახლდათ. 5. ფერენც პუშკაში ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც მსოფლიო ფეხბურთის უნგრელი ლეგენდა "რეალმა" იყიდა, ის სასურველ წონაზე მეტი გახლდათ. სამაგიეროდ, მას არასდროს უთამაშია სასურველ დონეზე ცუდად. სხვა ამბავია, რომ თუკი სადმე სუფრა გაიშლებოდა, პუშკაშის ყბა მყისვე საშინლად ამუშავდებოდა ხოლმე. 4. იან მოლბი 80-იან და ნაწილობრივ 90-იან წლებში ეს ნახევარმცველი დანიის ნაკრებსა და "ლივერპულში" რეგულარულად თამაშობდა. რომ გითხრათ ის მერსისაიდული კლუბის ლეგენდად იქცაო, ტყუილი იქნება, მაგრამ "ენფილდზე" ძალიან რომ უყვარდათ, ფაქტია. და თან მსუქანიც გახლდათ. 3. მაიკი ქუინი ვახ, როგორ გადმოვცეთ ქართულად ის შესანიშნავი სიმღერა "ქოვენთრი სიტის" ფანებმა მაიკი ქუინს რომ შეუთხზეს. ინგლისურის მცოდნენი გაიგებენ: რუძთ აფებ რუძთ კწგტვბ რუძთ ცწკერ ფ ქშდდშწტ ზწგტვთ - ქშსლნ ღგშტტბ ქშსლნ ღგშტტ! მოკლე შინაარსია: ის მსუქანი და მრგვალია, ის მილიონი გირვანქა ღირს! 2. უილიამ ფულკი ეს მსუქანი კაცი მე-19 და მე-20 მაუკუნეების მიჯნაზე "შეფილდ იუნაიტედსა" და "ჩელსიში" გამოდიოდა. 1. რონალდო ათეულის პირველ ნომრად "სანს" ბრაზილიელი სუპერვარსკვლავი რონალდო შეუგულებია. მიზეზი: შეხედეთ მის ღიპს და ფეხბურთს. ის ხომ მსოფლიოს სამგზის საუკეთესო ფეხბურთელია.
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |