|
|
"სარბიელი"
ლიცენზიისკენ ოთხმა გაიწია
ლექსო მაისურაძე
საქართველოს მოკრივეთა ნაკრებისთვის ათენში მიმდინარე სალიცენზიო ტურნირის მეორე დღე შედეგიანი გამოდგა. 5 მოკრივიდან ლიცენზიისთვის ბრძოლას 4 განაგრძობს. 57 კილოგრამში ნიკოლოზ იზორიამ ბულგარელ ალექსეი ბაიდულინს მოუგო და მეოთხედფინაში პოლონელ მიხაელ ჩედესკოს ხვდება. 60 კილოგრამში კობა ფხაკაძემ გამოსვლა მოგებით დაიწყო და ჰოლანდიელ ჰანსი კოსაბა 26:9 გაანადგურა. ფხაკაძის მომდევნო მეტოქე მეოთხედფინალში ბოსნიელი ჰაძიჰაჯიჩი იქნება. ლევან ღვამიჩავამ (64კგ) პოლონელ ლეგოვსკის აყარა შავი დღე, 20:8 და ახლა ლიტველ კავალიაუსკასზე ილესავს კბილებს. 69 კგ-ში ჩვენებურმა კახაბერ ჟვანიამ ხორვატი ბორნა კატალინიჩის ძლევის შემდეგ ბულგარელ ევგენი ბორისოვსაც იგივე დამართა - 18:2. ჟვანია მეოთხედფინალში ლატვიელ დიმიტრი სასტაკსთან იჩხუბებს. გიორგი ნაკანმა (75კგ) კი დავით წიკლაურის მსგავსად პირველივე წრეში წააგო ფრანგ ჟან-მიშელ რეიმონდთან და ბრძოლას გამოეთიშა.
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |