|
|
"სარბიელი"
ევროპა ლისაბონში, პრეზიდენტი საქართველოში
ზურაბ მიგრიაული
გუშინ ალიონზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ლისაბონში გაემგზავრა. პორტუგალიაში 11-13 აპრილს ევროპის ჩემპიონატი გაიმართება როგორც კაცთა, ასევე ქალთა შორის. ჩვენი ნაკრების საევროპო შემადგენლობა ადრეც არაერთხელ დავწერეთ - ქართველ ფალავანთა შვიდეული ერთი თვის წინ დასახელდა და დღემდე უცვლელია. გუნდი ოპტიმალურ ფორმაშია, ტრავმა არავის აწუხებს და ცხადია, მედლებიც იგეგმება. ქართველები ევროპის ბოლოში მიფრიავენ, ამასობაში კი საქართველოში ჩამოდიან ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი მარიუს ვიზერი და საპატიო პრეზიდენტი შანდორ სანი. მსოფლიო ძიუდოს მამები 10 აპრილს 12 საათზე სასტუმრო "ქორთიარდ მერიოტში" პრესკონფერენციას გამართავენ, შემდეგ სტუმრები საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შეხვდებიან, მერე კი დიღომში მშენებარე ძიუდოს ცენტრსაც მოინახულებენ.
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |