|
|
"სარბიელი"
რეპორტაჟი საეჭვოა
ზურაბ მიგრიაული
რუსებს ადგილის და ადგილობრივების ეიმედებათ12 აპრილი ახლოვდება, რუსეთთან უპრინციპულეს ჯახამდე ორი დღეღა რჩება. ქართველები საი დღეა კრასნოისრსკში არიან და იქაურ გაყინულ მოედნებზე ახურებენ ხელ-ფეხს. ქართველი "ლელოების" მოწინააღმდეგე რუსი "დათვები" კი 4 აპრილიდან გაფართოებული შემადგენლობით შეიკრიბნენ კრასნოიარსკში. სამზადისში გართულებმა კრასნოიარსკის ნაკრებთან სპარინგ-მატჩიც გამართეს. აღსანიშნავია, რომ რუსთა გაუცხრილავ სიაში 6 ადგილობრივი მობურთალია. ანდრეი გარბუზოვი, ალეკსანდრე გვოზდოვსკი, იგორ გალინოვსკი "კრასნი იარში" ირიცხებიან, ხოლო ივან პრიშჩენკო, ვალერი ფედჩენკო და ალეკსეი კორობეინიკოვი ასევე ადგილობრივ "ენისეი-სიბტიაჟმაშში" რაგბობენ. სამწუხაროდ, ჯერ კიდევ გაურკვეველია პირდაპირი რეპორტაჟის ბედი. "რტრ-სპორტსა" და "ევროსპორტ 2-ს" თამაშის რეპორტაჟი პროგრამაში კი უწერიათ, მაგრამ ციმბირში მყოფი ქართული დელეგაცია იუწყება, რომ ამ მხრივ ჯერ ყველაფერი გარკვეული არ არის.
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |