|
|
"სარბიელი"
მანჩესტერი რომას ერთი თავით სჯობია
გიორგი კაკაბაძე
რაც შეეძლო, იწვალა "რომამ", მაგრამ "მანჩესტერ იუნაიტედთან" "გლადიატორთა" საპასუხო მატჩმაც გამოაჩინა, რომ დღეს ინგლისელები უკეთესნი არიან, ვიდრე იტალიელები. თუ "რომას" რამე შეეძლო, 30-ე წუთზე უნდა დამეტკიცებინა, როცა ორმხრივი იერიშების შემდეგ, მასპინძელთა კარში პენალტი დაინიშნა და ფრანჩესკო ტოტის არყოფნაში მისი შესრულება დანიელე დე როსიმ ითავა. იტალიის ნაკრების ნახევარმცველმა ბურთი კარს გადააცილა, მერე მაისურა თავზე კი წამოიცვა და წუხდა, მაგრამ... მეორე ნახევარში "რომას" ასეთი რეალური შანსი არ მისცემია და ნახევრად მეორე შემადგენლობით მოთამაშე "მანჩესტერმაც" თავისი გაიტანა - 70-ე წუთზე ოუენ ჰარგრივსმა მშვენივრად ჩააწოდა, კარლოს ტევესმა კი ვარდნაში მოხდენილი თავურით ბურთი ალეშანდერ დონის კარში გადაგზავნა და 1:0. დარჩენილ დროში გამსაკუთრებული აღარაფერი მომხდარა და სერ ალექს ფერგიუსონის "მანჩესტერი" ნახევარფინალში გავიდა, სადაც "ბარსელონას შეხვდება. კატალონიელებმა მშობლიურ "კამპ ნოუზე" იმ ანგარიშით დაამარცხეს ლევან კობიაშვილის "შალკე", როგორითაც ერთი კვირით ადრე მისივე "ველტინს-არენაზე" მოუგეს - 1:0. არადა, გელზენკირხენელებმა მატჩი აქტიურად დაიწყეს და ამ მხრივ კობიც გამოირჩეოდა, მაგრამ სტუმართა ენერგიულობას შედეგი არ მოყვა. ლევანი კი 32-ე წუთზე გროსმიულერით შეცვალეს. "ბარსამ" ყველაფერი 43-ე წუთზე "მოამთავრა", როცა იაია ტურემ თავისივე დაწყებული კომბინაცია, ბოიან კრკიჩის აქტიურობის მერე, თავადვე დაასრულა - მარსელო ბორდონი და მლადენ კრსტაიჩი უძლურნი გამოდგნენ. ეს არსენალელი კოლო ტურეს უმცროსი ძმის პირველი გოლი გახლდათ ჩემპიონთა ლიგაში. დარჩენილ დროში უფრო მეტი მომენტი მასპინძლებს ჰქონდათ, ისე კი სახიფათო მომენტები ორივე კართან შეიქმნა, მაგრამ აღარაფერი შეცვლილა. სტუმრები რამდენჯერმე მათმა ნიჭიერმა მეკარემ მანუელ ნოიერმა იხსნა და მთლიანობაშიც, მეტოქეთა შესაძლებლობებს შორის სხვაობა შეიარაღებული თვალითაც შესამჩნევი გახლდათ. 64-ე წუთზე "ბარსელონას" კაპიტანმა კარლეს პუიოლმა ყვითელი ბარათი მიიღო და "მანჩესტერთან" პირველ ნახევარფინალურ მატჩს გამოტოვებს, რაც, ალბათ, ძალიან ესიამოვნებოდა "წითელი ეშმაკების" თავკაცის, სერ ალექს ფერგიუსონის ძმას, რომელიც ამ მატჩს ესწრებოდა და, შესაბამისად ეჭვიც არ ეპარებოდა, რომ ნახევარფინალში ერთამნეთს "მანჩესტერი" და "ბარსელონა" დაუპირისპირდებოდნენ...
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |