|
|
"სარბიელი"
ანჟის და ნავალოვსკის წითელი აენთოთ
ლუკა თალაკვაძე
ქართველებით გაძეძგილმა მახაჩყალის "ანჟიმ" რუსეთის პირველი დივიზიონის მეოთხე ტურში სტუმრად 0:4 წააგო კრასნოდარის "ყუბანთან" და ცხრილის შუაშია. არადა, ამ ტურის წინ გათამაშებას ერთპიროვნულად ლიდერობდა. 59-ე წუთზე, როდესაც დაღესტნელები მინიმალური სხვაობით აგებდნენ, გიორგი ნავალოვსკი მეორე ყვითელი ბარათის გამო გააძევეს. ნავალოვსკი, გოჩა ხოჯავა და ვალერი აბრამიძე ძირითადში იყვნენ, რევაზ ჯიქია 65-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე, ზურაბ არზიანი და მიხეილ აშვეთია სათადარიგოთა სკამზე დარჩნენ, ხოლო რევაზ ბარაბაძე განაცხადში არ გახლდათ.
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |