|
|
"სარბიელი"
დვალმა კორღალიძის პირით ილაპარაკა
- ჩემი მშობლიური ენა ქართულია. თან აქამდე ყოველთვის საქართველოში ვთამაშობდი და ჩემთვის რუსულის სწავლა არანაირ აუცილებლობას არ წარმოადგენდა. სხვა რომ ლაპარაკობს რუსულად, მესმის, რასაც ამბობს, მაგრამ თავად მიჭირს საუბარი. - "ნისტრუსთან" დუბლს რა კომენტარს გაუკეთებდით. - ყოველთვის სასიამოვნოა, როდესაც ძლიერი მეტოქის კარში გაგაქვს გოლები. საწყენი მხოლოდ ის არის, რომ უპირატესობა ვერ შევინარჩუნეთ. მატჩს ვიგებდით და ვალდებულნი ვიყავით, საქმე ბოლომდე მიგვეყვანა. - და რა იყო ამის მიზეზი. - მოედნის საფარიც ცუდი იყო და, სამწუხაროდ, იღბალიც არ გვწყალობდა. - ეს მეორე მოლდოვური დუბლია, რომელი უფრო მნიშვნელოვანი იყო თქვენთვის - ეს თუ პირველ წრეში "ოლიმპიას" კარში გატანილი ორი გოლი. - "ნისტრუ" უფრო ძლიერი გუნდია და ვთვლი, რომ მის კარში გატანილი ბურთები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე "ოლიმპიასთან" გატანილი დუბლი იყო.
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |