"სარბიელი"
# 80
ხუთშაბათი, 10 აპრილი, 2008 წელი

ქართული ფეხბურთი ჩინურ ფეხბურთთან

მიხეილ ჟორჟოლიანი

ჩრდილოეთ ირლანდიასთან წაგებულმა (1:4) მატჩმა საქართველოს ნაკრების სარეიტინგო ადგილი 18 ქულით და 5 ადგილით გააუარესა.

ჯერჯერობით უთავკაცო ნაკრები 81-ე ადგილამდე დაქვეითდა და ომან-ჩინეთის ნაკრებებს შორისაა მოქცეული.

საქართველოს ნაკრები რომ მართლაც ძლიერ ჯგუფშია მოხვედრილი, ამაზე ბოლო რეიტინგიც მეტყველებს - იტალიის ნაკრებზე რომ არაფერი ვთქვათ, ჩვენთვის უკვე შემაშფოთებელი უნდა იყოს კვიპროსისა და ჩერნოგორიის ნაკრებთა პროგრესი: კუნძულელები 5 პოზიციით დაწინაურდნენ და 58-ე ადგილზე არიან, ხოლო ახლადშობილი ჩერნოგორია ნორვეგიელთა დამარცხებით 22 ადგილით დაწინაურდა, მართალია, მათ 153-ე ადგილი უჭირავს, მაგრამ როგორც გითხარით, მის ქულებს ცოტა ხანია, ითვლიან.

ბულგარელები ერთი საფეხურით დაწინაურდნენ, ირლანდიელები კი 5-ით დაქვეითდნენ.

პირველ ათეულში მცირე ცვლილებაა - მეათეადგილოსანმა საბერძნეთმა მერვეზე აინაცვლა და პორტუგალია-ჰოლანდია თითო ადგილით ქვემოთ ჩააჩოჩა.



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

TOP.GE 
SpyLOG

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com