"სარბიელი"
# 80
ხუთშაბათი, 10 აპრილი, 2008 წელი

ჯოვანი ტრაპატონის ორმოცი სამყურა

მიხეილ ჟორჟოლიანი

მსოფლიოს ჩემპიონატის 2010 წლის შესარჩევ ჯგუფში საქართველოს ნაკრების მეტოქის, ირლანდიის ახალდანიშნული თავკაცი ჯოვანი ტრაპატონი უკვე შეუდგა საქმეს.

ირლანდიელები მაისის ბოლოს პორტუგალიაში შეკრებას გეგმავენ და ტრაპატონიმ ამ მოსამზადებელი ეტაპისთვის უკვე შეადგინა გაფართოებული სია, რომელშიც 40 ფეხბურთელი მოხვდა. პორტუგალიური შეკრების შემდეგ ნაკრებში 28 ფეხბურთელი დარჩება, რომლებიც სერბეთისა და კოლუმბიის ნაკრებებთან ითამაშებენ.

სადღეისო სია ასეთია:

მეკარეები: შეი გივენი (ნიუკასლი, ინგლისი), უეინ ჰენდერსონი (პრესტონი, ინგლისი), პადი კენნი (შეფილდ იუნაიტედი, ინგლისი), დარენ რენდოლფი (ჩარლტონი, ინგლისი), კოლინ დოილი (ბირმინგემი, ინგლისი), ჯო მერფი (სკანთორპი, ინგლისი);

მცველები: სტივენ კელი (ბირმინგემი, ინგლისი), რიჩარდ დანი (სიტი, ინგლისი), კევინ კილბეინი (უიგანი, ინგლისი), ჯონ ოში (მანჩესტერი, ინგლისი), ჯო ობრაიენი (ბოლტონი, ინგლისი), პოლ მაკშეინი (სანდერლენდი, ინგლისი), კევინ ფოლი (ვულვერჰემპტონი, ინგლისი), დარენ ოდი (სელტიკი, შოტლანდია);

ნახევარმცველები: სტივენ რიდი (ბლექბერნი, ინგლისი), ლაიამ მილერი (სანდერლენდი, ინგლისი), სტივენ აირლენდი (სიტი, ინგლისი), დამიენ დაფი (ნიუკასლი, ინგლისი), აიდენ მაკგიდი (სელტიკი, შოტლანდია), ენდი რიდი (სანდერლენდი, ინგლისი), ლი კარსლი (ევერტონი, ინგლისი), დარონ გიბსონი (ვულვერჰემპტონი, ინგლისი), სტივენ ჰანტი (რედინგი, ინგლისი), დარენ პოტერი (ვულვერჰემპტონი, ინგლისი), ოუენ ჰარვანი (იფსვიჩი, ინგლისი), ვეს ჰულეჰენი (ბლექპული, ინგლისი), სტივენ მაკფეილი (კარდიფი, უელსი), მარტინ როულენდსი (ქუინზ პარკი), გლენ ვილენი (სტოკი, ინგლისი);

თავდამსხმელები: სტივენ ელიოტი (ვულვერჰემპტონი, ინგლისი), რობი კინი (ტოტენჰემი, ინგლისი), კევინ დოილი (რედინგი, ინგლისი), კლინტონ მორისონი (კრისტალ პალასი, ინგლისი), შეინ ლონგი (რედინგი, ინგლისი), ენდი კიიუ (ვულვერჰემპტონი, ინგლისი), ენტონი სტოკსი (სანდერლენდი, ინგლისი), დერილ მერფი (სანდერლენდი, ინგლისი), შონ სკანელი (კრისტალ პალასი, ინგლისი), როი ოდონოვანი (სანდერლენდი, ინგლისი), დევიდ კონოლი (სანდერლენდი, ინგლისი).



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

TOP.GE 
SpyLOG

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com