|
|
"სარბიელი"
კედელა, კედელა, კედელა: მისი ტოლ-სწორი ევროპაში არავინაა!
ქართველმა ძიუდოისტმა ზაზა კედელაშვილმა ევროპის ჩემპიონატებზე თავისი გამარჯვებები კანონზომიერებად აქცია და ყველა ეჭვი წაშალა, რომ მართლაც უძლიერესია კონტინენტზე. ლისაბონში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე, 66 კგ წონის ფინალში ზაზამ უნგრელი მიკლოშ უნგვარი იპონზე დასცა და ზედიზედ მესამედ დაიპყრო ბებერი კონტინენტი. 60 კილოგრამში კი ნაკრების ვეტერანმა ძიუდოისტმა ნესტორ ხერგიანმა შარშანდელ ვერცხლს წლეულს ბრინჯაო მიაყოლა.
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |