"სარბიელი"
# 82
შაბათი, 12 აპრილი, 2008 წელი

ლეგისამინს ჯენტლმენობა დაავიწყდა

პერუს მოქმედმა ჩემპიონმა "დეპორტივო სან მარტინმა" ურუგვაელი ფორვადი მარიო ლეგისამინი გუნდიდან გააგდო. მიზეზი წინა კვირას მომხდარი ინციდენტია - "ალიანსა ატლეტიკოსთან" შეხვედრისას მატჩის არბიტრმა სილვია რეიესმა ლეგისამინი მინდვრიდან გააძევა, მან კი მოგვიანებით ქალბატონს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

"ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ რეიესს, არა მხოლოდ როგორც ქალბატონს, არამედ როგორც მსაჯს. ოფიციალურ პირებს კი პატივი უნდა ვცეთ. ლეგისამინი კლუბს ტოვებს, რადგან მან იმიჯი შეგვილახა" - ნათქვამია კლუბის განცხადებაში.



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

TOP.GE 
SpyLOG

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com