"სარბიელი"
# 82
შაბათი, 12 აპრილი, 2008 წელი

ბალოტა ფეხბურთს ვერ ელევა

რომის "ლაციოს" ვეტერანმა მეკარემ მარკო ბალოტამ განაცხადა, რომ კარიერის გაგრძელებას სულ ცოტა ერთი სეზონით აპირებს. 44 წლის გოლკიპერი ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელია, ვისაც სერია ფ-სა და ჩემპიონთა ლიგაში უთამაშია.

"კიდევ ერთი წელი ვითამაშებ. ამით სიამოვნებას ვიღებ და კარიერის დასრულებაზე საერთოდ არ ვფიქრობ. არადა, წარმოიდგინეთ, წასვლას ჯერ კიდევ 10 წლის წინ ვგეგმავდი. ბედნიერი ვარ, რომ მაშინ აზრი შევიცვალე" - აღნიშნა ბალოტამ.



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

TOP.GE 
SpyLOG

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com