"სარბიელი"
# 82
შაბათი, 12 აპრილი, 2008 წელი

აკინოზე ნადირობენ

მადრიდის "რეალი" "მურსიასა" და ესპანეთის ახალგაზრდული ნაკრების ნიჭიერი თავდამსხმელით დანი აკინოთია დაინტერესებული. 17 წლის ფეხბურთელს "მურსიასთან" 2011 წლამდე აქვს კონტრაქტი და სამეფო გუნდის გარდა მას მრავალი სხვა მსურველიც ჰყავს - "ბარსელონა", "სევილია", "არსენალი", "ჩელსი", "ლივერპული"...

ანრი ტრანსფერზე.

"დეილი სტარს" თუ ვენდობით, "ბარსელონა" მომავალ ზაფხულს ტიერი ანრის ტრანსფერზე დააყენებს, რადგან ლონდონის "არსენალის" ყოფილი ლიდერი კატალონიელებს ვერაფრით ვერ მოერგო. 30 წლის თავდამსხმელის ხელში ჩაგდების სურვილი უკვე გამოუთქვამთ "ჩელსის", "ტოტენჰემს", "ნიუკასლს", "სიტის", "ვესტ ჰემსა" და ამერიკულ "სიეტლს".



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

TOP.GE 
SpyLOG

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com