"სარბიელი"
# 82
შაბათი, 12 აპრილი, 2008 წელი

პეკერმანი მექსიკაში

კოკი კანდელაკი

უგო სანჩესის წასვლის შემდეგ, მექსიკის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი კვლავ ვაკანტურია. შესაძლოა, იგი არგენტინის ნაკრების ყოფილმა თავკაცმა, 58 წლის ხოსე პეკერმანმა დაიკავოს, რომელიც ამჟამად მექსიკურ "ტოლუკას" წვრთნის. ქვეყნის წამყვანი კლუბები და პრესის გარკვეული ნაწილი მას უჭერს მხარს. მექსიკის ფეხბურთის ფედერაციას ყველაზე მეტად ხავიერ აგირეს დაყოლიება სურს, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს სპეციალისტი მადრიდის "ატლეტიკოში" დარჩება.



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

TOP.GE 
SpyLOG

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com