|
|
"სარბიელი"
ეს კარგად ნაცნობი სიტყვა: გემბლერი
პაპუნა კედია
დევიდ ბენტლიმ აღიარა, რომ გემბლერი იყო და დღედაღამ ტოტალიზატორთა ქვითრებს ავსებდა. მოგეხსენებათ, აზარტული თამაშებისა და ნიძლავების მანია ავადმყოფობად ითვლება და როგორც სენს, ისე მკურნალობენ. ბენტლიმაც იმკურნალა და... აგერ უკვე სამი წელიწადია, ერთი ქვითარიც კი არ შეუვსია. "ბოლოს ისეთ მდგომარეობამდე მივედი, რომ ქვითრის შევსების მეტზე არაფერზე ვფიქრობდი. ერთადერთი, რაც ამ ცხოვრებაში მინდოდა ტოტალიზატორში ფსონის ჩასვლა იყო, ასე ცხოვრება კი არ შეიძლება - უამბო "ბლექბერნის" ვარსკვლავმა ჟურნალისტებს - თავიდან ამ ყველაფერს ზედაპირულად ვუყურებდი, მაგრამ სანიძლაო საქმემ თანდათან ჩამითრია და თან ისე, რომ ვერაფერს გავხდი, წინააღმდეგობა ვეღარ გავწიე. სულ მინდოდა შემდეგ და შემდეგ დონეზე გადავსულიყავი, ასეთი ცხოვრების მიმდევარი კი ბოლოს ყველაფრის დაკარგვის საშიშროების წინაშე რჩება. დღის განმავლობაში რამდენ ნიძლავს ჩავდიოდი. როდესაც ცხენოსნობაზე ვნიძლავდებოდი ეს დოღების რაოდენობაზე იყო დამოკიდებული. ყოფილა, დღის განმავლობაში 50 ან 100 ნიძლავი დამიდია. გაგეცინებათ, მაგრამ აბსოლუტურად ყველაფერზე ვნიძლავდებოდი, ცხენოსნობაზე, ძაღლების შეჯიბრებებზე, პოკერსა და ბინგოზე. დილით ვიღვიძებდი და ფეხბურთზე ფიქრის მაგივრად ნიძლავზე ვიწყებდი ფიქრს. რაც უფრო მეტი შემოსავალი მქოდნა, მით უფრო მეტ ნიძლავს ვდებდი. ადამიანი 100 გირვანქის მოგებით არასდროს კმაყოფილდება ათასები და მილიონები უნდა". საბედნიეროდ, 23 წლის ფეხბურთელმა ოჯახის ჩარევითა და თხოვნით სნეულებას სძლია. "ამის გაკეთება ძნელი იყო, მაგრამ მიხარია, რომ შევძელი" - ამბობს ბლექბერნელი.
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |