"სარბიელი"
# 82
შაბათი, 12 აპრილი, 2008 წელი

კრაუჩმა რომა უარყო

კოკი კანდელაკი

აყლაყუდა ინგლისელ თავდამსხმელ პიტერ კრაუჩს ბოლო პერიოდში "რომას" უკავშირებდნენ, მაგრამ ფეხბურთელის აგენტმა ჯონათან ბარნეტმა ამ ტრანსფერის შესაძლებლობა გამორიცხა.

"უპირველესად, ის უნდა გვახსოვდეს, რომ პიტერს "ლივერპულთან" კონტრაქტი 2011 წლამდე აქვს და იგი მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო კლუბში თამაშობს. მას ძალიან გაუჭირდება "ენფილდის" დატოვება და ამაზე არც ფიქრობს. უბრალოდ, თქვა, სეზონის ბოლოს კლუბის ხელმძღვანელებთან დავსხდებით და დავილაპარაკებთო. რაც შეეხება "რომას", მასთან არანაირი კონტაქტი არ გვქონია. პრემიერლიგა კი სერია ფ-ზე გაცილებით კონკურენტუნარიანია და კრაუჩმა იცის, რომ "ლივერპულიდან" "რომაში" გადასვლა უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება" - თქვა ბარნეტმა.



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

TOP.GE 
SpyLOG

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com