"სარბიელი"
# 82
შაბათი, 12 აპრილი, 2008 წელი

ნიგერია ამოდუს ჩაბარდა

კოკი კანდელაკი

ნიგერიის ნაკრები შაიბუ ამოდუს ჩააბარეს, რომელიც "სუპერარწივებს" აქამდე ორჯერ ედგა სათავეში. მისი თანაშემწე დანიელ ამოკაჩი იქნება. შეგახსენებთ, რომ ამ პოსტიდან არცთუ დიდი ხნის წინ გერმანელი ბერტი ფოგთსი დაითხოვეს განაში გამართულ აფრიკის ეროვნებათა თასზე არადამაჯერებელი თამაშისთვის.

"ჩვენ უნდა გავიდეთ 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე და მასზე, ისევე როგორც აფრიკის თასზე, შთამბეჭდავად უნდა ვითამაშოთ. ამოდუს სწორედ ეს ევალება" - თქვა ნიგერიის ფეხბურთის ასოციაციის თავმჯომარემ აბდულაი სანი ლულუმ.



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

TOP.GE 
SpyLOG

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com