|
|
"სარბიელი"
ძველს სჯობს ლელი: ახალგაზრდა მიუნხენელს მილანიდან აკვირდებიან
პაპუნა კედია
გერმანულმა გამოცემა ლშსლუკ-მა გაავრცელა ცნობა, რომ იტალიური "მილანი" მიუნხენის "ბაიერნის" სასიყვარულო სკანდალით ცნობილი მცველის კრისტიან ლელის ყიდვას აპირებს. გერმანული ფეხბურთის მოყვარულთ კარგად მოეხსენებათ, რომ მიმდინარე სეზონში ლელმა ძალიან მოუმატა და ბავარიელთა ძირითად შემადგენლობაშიც უკვე ხშირად ხვდება. არადა, "ბაიერნის" ძირითადში რომ მოხვდე, სერიოზულ კონკურენციას უნდა გაუძლო: მარსელ იანსენი, ვილი სანიოლი და ფილიპ ლამი - აი, ლელის კონკურენტები. ლშსლუკ-ის ცნობაზე თავად ლელმა კომენტარი არ გააკეთა, შესაძლოა, ვითარების მომწიფებას ელის, მილანელთა სწრაფვა ახალი მცველებისადმი კი, ვფიქრობთ, გასაგებია - კახა კალაძის გარემოცვა საკმაოდ დაბერებულია და გადახალისებას მოითხოვს.
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |