|
|
"სარბიელი"
სად არის ლოთარ მათეუსის ადგილი? პაპუნა კედია
გერმანული ფეხბურთის ყოფილმა ვარსკვლავმა, 1990 წლის მსოფლიოს ჩემპიონი გუნდის კაპიტანმა, დიდი კარიერის დასრულების შემდეგ, უნგრეთის ნაკრებისა და ავსტრიული "ზალცბურგის" მწვრთნელმა ლოთარ მათეუსმა "ინტერში" სტაჟირების შემდეგ განაცხადა, რომ სიამოვნებით გააგრძელებდა იტალიაში მუშაობას: "პროფესიონალიზმი, უკიდურესი ყურადღება და დისციპლინა - აი, მილანური კლუბის მთავარი თვისებები. აქ თავს შინაურად ვგრძნობ, თავად იტალია კი საუცხოო ქვეყანაა. ამ ქვეყანაში ცხოვრებას არაფერი სჯობს. ერთი სიტყვით, მინდა ჩემი კარიერა დიდ ევროპულ კლუბში გავაგრძელო. რა აუცილებელია, მაინცდამაინც გერმანიაში დავრჩე." მილანელი "შავ-ლურჯების" ყოფილმა ფეხბურთელმა ეს სიტყვები ცნობილ იტალიურ გაზეთ "ლა გაძეტა დელო სპორტს" უთხრა.
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |