"სარბიელი"
# 82
შაბათი, 12 აპრილი, 2008 წელი

იუვე და ამაური ბევრი ფული და ხალხიც ხურდაში

კოკი კანდელაკი

სიცილიური "პალერმოს" ფორვარდ ამაურით არაერთი გრანდი რომ არის დაინტერესებული არახალია. მათგან ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ტურინის "იუვენტუსი" გახლავთ, მით უმეტეს, გასული უქმეების მერე, როცა ბრაზილიელმა "ბებერ ქალბატონს" ორი გოლი გაუტანა.

"კორიერე დელო სპორტის" ინფორმაციით, "ბიანკონერის" სპორტულმა დირექტორმა ალესიო სეკომ "პალერმოს" ტრანსფერების შეფ რინო ფოსკისთან წინასწარ შეთანხმებას უკვე მიაღწია და გადაწყვეტილია, რომ ტრანსფერი ზაფხულში შედგება.

ამბობენ, "იუვე" სიცილიელებს 12-13 მილიონ ევროს გადაუხდის და პლუს ანტონიო ნოჩერინოზე და მარო მარკიონიზე სანახევრო უფლებებს დაუთმობსო. თურმე სეკოს ამჟამად "ჯენოაში" განათხოვრებული დომენიკო კრიშიტოს საქმეში ჩართვაც სურს, რათა ნაკლები სუფთა ფული იყოს გადასახდელი.



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

TOP.GE 
SpyLOG

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com