|
|
"სარბიელი"
ქართველების დევისი
ირაკლი ნინიძე
გუშინ ბრატისლავაში საქართველოს ჩოგბურთელ ვაჟთა ნაკრებმა ევროპა-აფრიკის პირველ ზონაში სლოვაკეთის ნაკრების წინააღმდეგ ორი მატჩი გამართა. პირველი დღის მერე ანგარიში 1:1-ია და ირაკლი ლაბაძის მატჩის მსვლელობას თუ გადახედავთ, დარწმუნდებით, რაოდენ დაძაბული ორთაბრძოლაც იყო. თუკი რეიტინგსაც ჩავხედავთ, პირველი დღის შედეგს ქართველებისთვის ურიგო არ ეთქმის: ლაშკო მსოფლიოს 151-ე ჩოგანია, ჰრბატი კი - 199-ე. ჩვენგან კი მსოფლიო ათასეულში არავინაა, ახალგამოჯანმრთელებული ირაკლი ლაბაძე სულაც ურეიტინგოა.
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |