"სარბიელი"
# 82
შაბათი, 12 აპრილი, 2008 წელი

ქართველები პეკინში წყვილად იკრივებენ

ზურაბ მიგრიაული

გუშინ საბერძნეთის დედაქალაქ ათენში მიმდინარე სალიცენზიო ტურნირზე ნიკოლოზ იზორიამ და კახაბერ ჟვანიამ ფინალებს უწიეს, რითაც გაინაღდეს პეკინის ოლიმპიადის საგზურები. ნიკოლოზ იზორია 57 კგ წონით კატეგორიაში გამოდის, ხოლო კახაბერ ჟვანია 69 კგ-ში. ჯერ ფინალური ბრძოლები არ გამართულა, მაგრამ ვერცხლის მედლებიც უკვე საკმარისია ოლიმპიადაზე გამგზავრებისთვის, ასე რომ საქართველო პეკინში სულ ცოტა ორი მოკრივით იქნება წარმოდგენილი ისევე, როგორც ოთხი წლის წინ ათენში იყო. იზორიამ წინა ოლიმპიადაზეც იკრივა.



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

TOP.GE 
SpyLOG

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com