"სარბიელი"
# 82
შაბათი, 12 აპრილი, 2008 წელი

მიმართვა ქართული ფეხბურთის გულშემატკივარს

ჩვენ, "ქართული ფეხბურთის ქომაგთა ლიგა", კავშირი "ჩვენი ფეხბურთი" და საზოგადოება "გაუმარჯოს ქართულ ფეხბურთს!" ვერთიანდებით ქართული ფეხბურთის გადასარჩენად.

კატასტროფამდეა მიყვანილი მდიდარი ტრადიციების მქონე ქართული ფეხბურთი, შელახულია მისი იმიჯი როგორც ქვეყნის შიგნით, აგრეთვე მის ფარგლებს გარეთ. აღნიშნულმა ტენდენციამ საშიშროების წინაშე დააყენა ჩვენში ფეხბურთის არამარტო განვითარება, არამედ მისი არსებობაც.

ფეხბურთს მართავენ არაპროფესიონალები, ამის თვალსაჩინო მაგალითია ეროვნული ნაკრები ნუგდების მწვრთნელების გაუთავებელი როტაცია. დღეს ატეხილი ხელოვნური აჟიოტაჟით ფედერაციას შეგნებულად გადააქვს აქცენტი ახალი მწვრთნელის მოძიებაზე, რითაც მალავს ქართულ ფეხბურთში არსებულ რეალურ პრობლემებს: რეგიონებში ჩამკვდარ ფეხბურთს, კატასტროფულ მდგომარეობას ბავშვთა ფეხბურთში, უსახურ ეროვნულ ჩემპიონატს, გაუმართავ ინფრასტრუქტურას...

ჩვენ მოვითხოვთ სფფ-ის პრეზიდენტისა და აღმასკომის დაუყოვნებლივ გადადგომას, საარჩევნო სისტემის სრულყოფას და რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას, რომელიც თავისუფალი იქნება ყოველგვარი პოლიტიკისგან. მხოლოდ საფეხბურთო სამყაროს რჩეულს შეუძლია ჯანსაღი ძალების სრული კონსოლიდაცია, რაც არსებული კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთი საშუალებაა.

ამ მიზნით, 21 აპრილს 12 საათზე ჭადრაკის სასახლეში დიდ საფეხბურთო ფორუმზე, რომლის დევიზია - "დავიბრუნოთ ქართული ფეხბურთი" - ვიწვევთ ფეხბურთის გულშემატკივარს, რომლისთვისაც ძვირფასია ქართული ფეხბურთი და სულ ერთი არაა მისი მომავალი...

ქომაგთა ლიგა

ვ. გუცაევი

ზ. პეტრიაშვილი

გ. გიგილაშვილი

მ. თევზაძე

დ. უგრელიძე

ჩვენი ფეხბურთი

მ. ყაველაშვილი

ლ. ყიფიანი

გ. ჯამარაული

ვ. მაისურაძე

ნ. ლობჟანიძე

ი. ზოიძე

მ. მაჭავარიანი

გ. დოლიძე

ზ. მაისურაძე

გაუმარჯოს ქართულ ფეხბურთს

მ. კვარაცხელია

გ. კეტაშვილი



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

TOP.GE 
SpyLOG

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com