|
|
"სარბიელი"
საქართველომ ჯამაიკა დაამღერა: შავიზღვეთი-კარიბეთი: ძალიან ბევრით ძალიან ცოტა
ბაჩო სვანიძე
საქართველო 90:3 იამაიკა საქართველო: კავთიძე, მ. წიკლაური, კორკელია, ნუცუბიძე, ტუჩაშვილი, ხმალაძე, ჭინჭარაული; კოლელიშვილი, რევიშვილი, კობაური (კაპ), ნიკოლაიშვილი, იორდანაშვილი, ჯაშიტაშვილი, სხულუხია, მირცხულავა. შეცვლაძე შევიდნენ: კაკოვინი, ცირეკიძე, თორაძე, ჩოჩიშვილი, როხვაძე, ბ. წიკლაური, ჯოგლიძე. 14ლ: ჯაშიტაშვილი (2); ტუჩაშვილი (2); კოლელიშვილი, ხმალაძე, მ. წიკლაური, ნუცუბიძე, კავთიძე, ბ. წიკლაური, ნიკოლაიშვილი (2), ცირეკიძე, თორაძე; 10გ: ნუცუბიძე (7), ჯოგლიძე (2), ბ. წიკლაური; იამაიკა: 1ს: ტაპერი გუშინ საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა მსოფლიოს თასზე პირველი მატჩი გამართა და ჯგუფში პირველ მეტოქე იამაიკას ბდღვირი ადინა. ჩვენებმა კარიბელებს 90:3 მოუგეს. აქამდე ამ ასაკში მხოლოდ ევრორაგბობა იმართებოდა, ახლა კი მსოფლიოს სადებიუტო თასიც ტარდება და პირველი დღის შემდეგ ჩვენებმა გაილაღეს. 87 ქულა კი მსოფლიოს თასზე სარეკორდო სხვაობაც არის. შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს თასზე ქართველები ი დივიზიონში თამაშობენ, რომლის გამარჯვებულიც გაისად ელიტაში დაწინაურდება. მსოფლიოს ჩემპიონად კი, ცხადია, სწორედ ელიტარული დივიზიონის გამარჯვებული ცხადდება. იქამდე კი, როგორც ვთქვით, ქართველებმა მსოფლიოს თასი ი დივიზიონი გამარჯვებით დაიწყეს. გუშინვე დავუკავშირდით საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების მთავარ მწვრთნელ ნიკო ჭავჭავაძეს: "ასეთ უსუსურ მეტოქეობას ნამდვილად არ ველოდით. ბიჭებმა, რომ იტყვიან, გაილაღეს. ჩვენი მთავარი მიზანი ჯგუფში პირველი ადგილის დაკავება, ი დივიზიონის ფინალში გასვლა და მისი მოგებაა. გაისად ხომ ელიტაში მხოლოდ ჩვენი დივიზიონის გამარჯვებული ითამაშებს. ჩვენ სწორედ საამისოდ ჩამოვედით და ფინალამდე ძალები უნდა გადავანაწილოთ". შეგახსენებთ, რომ ჩვენს ჯგუფში იამაიკასა და საქართველოსთან ერთად ურუგვაი და სამხრეთ კორეა თამაშობენ. მეორე ჯგუფში კი მასპინძელი ჩილე, რუმინეთი, ნამიბია და კუკის კუნძულები არიან.
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |