"სარბიელი"
# 85
ოთხშაბათი, 16 აპრილი, 2008 წელი

გვაზავა ვარჯიშობს და ელის

მიხეილ ჟორჟოლიანი

გუშინდელ "სარბიელში" ვწერდით, რომ ვლადივოსტოკის "ლუჩ-ენერგიას" ქართველმა ნახევარმცველმა ლევან გვაზავამ "სატურნთან" მატჩში ტრავმა მიიღო.

როგორც გაირკვა, გვაზავას კოჭი ჰქონდა დაშავებული, თუმც თავი მალევე უკეთ იგრძნო და მეორე დღეს გუნდთან ერთადაც ივარჯიშა.

ვლადივოსტოკური კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, ჩვენებური კი ვარჯიშობს, მაგრამ მას კომპლექსურად მაინც გამოიკვლევენ და ამის შემდეგ გახდება ცნობილი, რა სირთულისაა ტრავმა.



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

TOP.GE 
SpyLOG

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com