"სარბიელი"
# 85
ოთხშაბათი, 16 აპრილი, 2008 წელი

კვირკველიამ ბერეზუცკი დაჩაგრა

მიხეილ ჟორჟოლიანი

რუსულ პრემიერლიგაში მოთამაშე ქართველებიდან დავით კვირკველია ყველაზე გამორჩეულია.

რუსი სპეციალისტების აზრით, კვირკველია არამარტო ქართველებში, არამედ მთლიანად პრემიერლიგაში ერთ-ერთი საუკეთესოა.

მარცხენა მცველის პოზიციაზე კვირკველია არმიელ ბერეზუცკისთან ერთად ლიდერობდა, თუმც ბოლო ტურში კონკურენტზე შთამბეჭდავად ითამაშა და 5,9 ქულით ერთპიროვნულად გალიდერდა.

ჩვენებური სეზონის საუკეთესო ახალწვეულის ნომინაციაში მეოთხე ადგილზეა.



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

TOP.GE 
SpyLOG

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com