"სარბიელი"
# 85
ოთხშაბათი, 16 აპრილი, 2008 წელი

ალექს დელ პიეროს დონადონიმ დაურეკა

კოკი კანდელაკი

იტალიური პრესის ცნობით, იტალიის ნაკრების მწვრთნელმა რობერტო დონადონიმ "იუვენტუსის" კაპიტან აელსანდრო დელ პიეროს დაურეკა და უთხრა, ევრო 2008-ზე აუცილებლად წაგიყვან, ამხანაგურ თამაშებში იმიტომ არ გიბარებდი, რომ 33 წლის ასაკში დასამტკიცებელი არაფერი გაქვსო. "პინტურიკიო" მიმდინარე სეზონს ჩინებულად ატარებს და ფანები ნაკრებში მის მიწვევას ითხოვენ.

ფონტანა ფანების რჩეულია

სიცილიური "პალერმოს" ქომაგებმა სეზონის საუკეთესო მოთამაშედ ვეტერანი მეკარე ალბერტო ფონტანა დაასახელეს. 41 წლის გოლკიპერმა ხმების 37,6 პროცენტი მიიღო. მეორე ადგილზე ჯუზეპე ბიავა გავიდა, ამაურიმ კი მხოლოდ მესამე ადგილი დაიკავა. ამის მიზეზი ალბათ ისიც არის, რომ ბრაზილიელი ვარსკვლავი სეზონის ბოლოს გუნდის შეცვლას აპირებს.

ბაიერნს ნახევარმცველი უნდა

"ბილდის" ცნობით, "ბაიერნი" მარკ ვან ბომელის უდისციპლინობით უკმაყოფილოა და ზაფხულში მაღალანაზღაურებადი ნახევარმცველის დამატებას აპირებს, ოღონდ თავისუფალი აგენტის სტატუსით. "ბილდის" ვერსიით, საუბარი მატიე ფლამინიზეა. ფრანგს "არსენალთან" კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება. მიუნხენელებს დეკუც აინტერესებთ, მაგრამ პორტუგალიელში სულ მცირე 10 მილიონი ევროს გადახდა მოუწევთ.



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

TOP.GE 
SpyLOG

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com