|
|
"სარბიელი"
მეტიც შეიძლებოდა, მაგრამ ბრინჯაოც კარგია დავით ქევხიშვილი პეკინისკენ იყურება
ზურაბ მიგრიაული
დავით ქევხიშვილი 73 კილოგრამ წონით კატეგორიაში საქართველოს ნაკრების უალტერნატივო პირველი ნომერია. შოთა ხაბარელმა ლისაბონის ევროპის ჩემპიონატზე გამგზავრებამდე გვითხრა, რომ მიუხედავად დათოს ბოლოდროინდელი უქმობისა, მაინც ბოლომდე ვენდობი და ევროპის ჩემპიონატზე მისგან მედალს მოველიო. მართლაც, დათომ მწვრთნელსა და ქართული ძიუდოს გულშემატკივრებს იმედი არ გაუცრუა და პორტუგალიიდან ბრინჯაოთი დაბრუნდა. ჩვენც ქევხიშვილს შევეხმიანეთ და გასულ ევროპის ჩემპიონატზე გავესაუბრეთ...
- დიდი ხნის შესვენების შემდეგ ტატამზე გახვედი და ბრინჯაოს მედალი მოიპოვე. როგორ ფიქრობ, შენთვის ტურნირი წარმატებული იყო. - ვფიქრობ, შედეგი დამაკმაყოფილებელია. ტრავმების გამო იძულებით ვუქმობდი და ამ ეტაპზე ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალი ცუდი არ უნდა იყოს. რაც მთავარია, წინასაოლიმპიადოდ საკუთარი შესაძლებლობების რწმენა გამიმყარდა და მეტი გამოცდილებაც შევიძინე. - ნახევარფინალური ორთაბრძოლა ვერ ვნახეთ. ქულებიდან გამომდინარე, ეტყობა, დაძაბული შეხვედრა გამოდგა. შეგეძლო, ფინალში გასვლა. - კი და ამისთვის ბოლომდეც დავიხარჯე. საქმე ისაა, რომ კიოში აემაცუ ჩემთვის უხერხული მეტოქეა. ადრე შევხვედრივარ, მომიგია კიდეც, მაგრამ მასთან ყოველთვის ხანგრძლივი ბრძოლა მიწევს. ახლა მას მოტივაციაც ჩემზე მეტი ჰქონდა - ოლიმპიადაზე წასვლისთვის მხოლოდ და მხოლოდ ოქრო აწყობდა. - ტრავმები კიდევ თუ გაწუხებს. - საბედნიეროდ, აღარ. ნელ-ნელა ფორმაში შევდივარ და მგონი, ოლიმპიადისთვის სრულ მზადყოფნაში ვიქნები. ყოველ შემთხვევაში, ამის დიდი იმედი მაქვს.
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |