"სარბიელი"
# 85
ოთხშაბათი, 16 აპრილი, 2008 წელი

ნახტომი მოსკოვში

ლექსო მაისურაძე

საქართველოს წყალში მხტომელთა ნაკრებმა მოსკოვში მსოფლიოს გრან პრის მე-3 ეტაპზე მიიღო მონაწილეობა. შეჯიბრი 3 მეტრიდან ინდივი

დუალურ და სინქრონულ ხტომებში ჩატარდა და იქ ორი ქართველი გამოვიდა, ჭოლა ჭანტურია და შოთა კორახაშვილი. ჭანტურიას ლავიწის ძვლის ტრავმა აწუხებდა და ინდივიდუალურ ხტომებში სათანადო შედეგი ვერ აჩვენა, კორახაშვილი კი 347 ქულით მე-16 იყო.

სინქრონულში ჩვენებმა 348 ქულას მოუყარეს თავი და 22 წყვილს შორის მე-6 ადგილს გამოჰკრეს ხელი. ქართველების წინ რუსები, ჩინელები, უკრაინელები, გერმანელები და ბერძნები გავიდნენ.

გუნდურ ჩათვლაში საქართველომ ამ ეტაპზე 29 ქულა მიიღო და საშუალო სარეიტინგო მაჩვენებლით 29,66 ქულა დააგროვა, რაც ევროპაში მე-7, ხოლო მსოფლიოში მე-14 ადგილს გვაძლევს.

ნაკრები უფულობის გამო მომდევნო ორ გრან პრის გამოტოვებს - აშშ-სა და კანადაში და გერმანიის ქალაქ როსტოკში ივნისში გასამართ მე-6 გრან პრიზე გამოვა.



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

TOP.GE 
SpyLOG

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com