"სარბიელი"
# 85
ოთხშაბათი, 16 აპრილი, 2008 წელი

თევზაძის შვედეთი დაბლა დასრულდა

ლექსო მაისურაძე

საქართველოს ნაკრების მეკარე შოთა თევზაძე შვედური "მალმიოდან" უკან დაბრუნდა. ნაკრების მთავარი კიპერი სკანდინავიაში ზამთარში წავიდა და მას შემდეგ გუნდს უმაღლეს ლიგაში დარჩენაში ეხმარებოდა, მაგრამ ლიგის დებიუტანტმა "მალმიომ" ლიგაში ადგილი ვერ შეინარჩუნა და დაქვეითდა.

შოთა თევზაძე: "მალმიოში" რომ ჩავედი, ერთ კვირაში სერბი და დანიელი ლეგიონერები დაშავდნენ და საქმე ძალიან გაჭირდა. ეს ბიჭები გუნდისთვის დიდ ძალას წარმოადგენდნენ. მე დაახლოებით 8 თამაშის ჩატარება მომიხდა. იქ ყოველი ტურის შემდეგ თამაშის საუკეთესო მოთამაშეს ასახელებენ და ორჯერ მეც გამომარჩიეს. სკანდინავიურ გუნდში მოწყობაში კი სერგო დათუკაშვილი დამეხმარა. მას იქ კარგად იცნობენ, დაურეკეს და ჰკითხეს, კარგი მეკარე ხომ არ ეგულებოდა თავისუფალი. სერგომ მე გამიწია რეკომენდაცია. გუნდის ხელმძღვანელობას უნდა, რომ კიდევ დავეხმარო, მაგრამ მეორე ლიგაში თამაშზე თავს ვიკავებ, აქ კი თვის ბოლომდე არ მაქვს უფლება, სტუ-ს შევუერთდე. ალბათ პლეი ოფში ვითამაშებ. სხვა უცხოური გუნდების ვარიანტებიც მაქვს და ვნახოთ...



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

TOP.GE 
SpyLOG

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com